loader

რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა დრამატული ფინალის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა დრამატული ფინალის შემდეგ

რო­დე­საც ილი­ას დე­დას ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვუ­რე­კეთ, ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლო სა­უ­ბა­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვილ­მა პირ­ვე­ლი­ვე ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­და­ლი აიღო, დედა მომ­ხდარ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს. გა­ნიც­დის იმ კო­მენ­ტა­რებს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ოქ­როს­თვის ბრძო­ლა­ში სპორ­ტსმენს აკ­რი­ტი­კებს. გვი­თხრა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელს ცოტა ხნით გა­მო­ე­თი­შა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, გი­ლო­ცავთ შვი­ლის წარ­მა­ტე­ბას. ილი­ას­თვის ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და იყო და ვერ­ცხლის მედ­ლით ბრუნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში...

- შვი­ლის თა­მა­შებს სა­ერ­თოდ ვერ ვუ­ყუ­რებ. ახლა მით უმე­ტეს. იმ დღეს, ილია რომ თა­მა­შობ­და სა­ლო­ცავ­ზე მივ­დი­ო­დი, ფეხი და­მი­ცურ­და და ნა­ხე­ვა­რი დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე. სა­ღა­მოს კი­დევ გული გვატ­კი­ნეს, მაგ­რამ არა უშავს, წინ არის ყვე­ლა­ფე­რი.

- რას გუ­ლის­ხმობთ, ოქ­როს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ ილი­ას­გან...

- ინ­ტერ­ნეტსივ­რცეს რომ გა­და­ხე­დოთ, იმათ უფრო მატ­კი­ნეს გული. და­ვა­ნე­ბე თავი ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვას. მსა­ჯის და­ნა­შა­უ­ლი იყო, უნდა მი­ე­ცათ იპო­ნი და თა­მა­ში და­ემ­თავ­რე­ბი­ნა. ასე წე­რენ, ვინც იცის. გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- მას შემ­დეგ ილი­ას თუ ესა­უბ­რეთ, რო­გო­რია მისი ემო­ცი­ე­ბი?

- ძა­ლი­ან ცოტა ხანი გვე­სა­უბ­რა, ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ ძა­ლი­ან. ჩემი შვი­ლი ასე­თი აღელ­ვე­ბუ­ლი და გან­ცდებ­ში არ მი­ნა­ხავს. ალ­ბათ ნა­ხავ­დით, ტა­ტა­მი­დან რომ გა­მო­ვი­და, რა დღე­ში იყო. ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლი ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბამ გა­და­ფა­რა. ილია რომ გვე­სა­უბ­რა, გვი­თხრა, არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. არც შე­ვი­ტყვე მას­თან ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ. განაგრძეთ კითხვა