loader

26 წლის ნორვეგიელი სპორტსმენი გულის შეტევით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

26 წლის ნორვეგიელი სპორტსმენი გულის შეტევით გარდაიცვალა

ნორვეგიის ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი დაკარგა. 26 წლის ასაკში გულის შეტევით მოცურავე ალექსანდერ დეილ ოენი გარდაიცვალა. იგი ამერიკაში საშხაპეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სპორტსმენს პეკინის ოლიმპიადაზე მეორე ადგილი ჰქონდა მოპოვებული, ხოლო გასულ წელს ნორვეგიის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატზე.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ნორვეგია ალექსანდერ დეილ ოენზე დიდ იმედებს ამყარებდა.