ქსიუშა - შოტლანდიური ჯიშის კატა ახალი ინტერნეტ-სენსაციაა
ქსიუშა, ნაცრისფერი შოტლანდიური ჯიშის კატა ახალი ინტერნეტ-სენსაციაა. მისი ვიდეო უკვე მილიონობით მომხმარებელმა ნახა. ბევრმა იგი ანტონიო ბანდერასის ცნობილ "ჩექმებიან კატას" მიამსგავსა, რამდენიმემ კი მოზრდილი თანხის გადახდაც შესთავაზა მფლობელს ქსიუშას სანაცვლოდ. თუმცა პატრონი შინაური ცხოველის გაყიდვას არ აპირებს.