ოლიმპიურ კომიტეტში მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს
საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, ოთარ თუშიშვილს და სოსო ჯაბიძეს ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვება ოლიმპიურ კომიტეტში მიულოცეს. სპორტსმენებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეხვდნენ.
პრესკონფერენციის შემდეგ თუშიშვილმა და ჯაბიძემ "ლონდონი 2012"-ის ლიცენზიის მფლობელთა სიმბოლურ დაფაზე საკუთარი ხელმოწერა დატოვეს.
ოთარ თუშიშვილმა და სოსო ჯაბიძემ ლიცენზიები ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრთა რაოდენობა 24-ამდე გაზარდეს.