loader

"6 წელია, ვსვამთ კითხვას: რატომ მოგვიკალით შვილები?" - იური ვაზაგაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"6 წელია, ვსვამთ კითხვას: რატომ მოგვიკალით შვილები?" - იური ვაზაგაშვილი

ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის გარდაცვალების 6 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა მოეწყო, რომელიც ყოფილი კორტების ტერიტორიაზე აქციით დასრულდა.

აქციაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები მონაწილეობდნენ. პროტესტის მთავარი მოწოდება 2006 წლის 2 მაისს მომხდარი ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა იყო.

ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სამართალდამცველების მიერ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალნენ.

აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. ნაწილობრივ შეზღუდული იყო მოძრაობა.

იხილეთ: ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის გარდაცვალების 6 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა მოეწყო