მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტაქსი დაიწვა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე "DAEWOO"-ს მარკის ტაქსი დაიწვა. ვაკე-საბურთალოს რაიონის სახანძრო სამსახურის უფროსის, ლევან ჩხიკვაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას თეთრის ფერის მსუბუქი ავტომობილი ცეცხლის ალში გახვეული დახვდა.
ოპერატიული რეაგირების შედეგად მძღოლი უვნებლად გადარჩა. ავტომანქანაში ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. სავარაუდოდ, მანქანის აალების მიზეზი სალონში ელექტროსისტემის დაზიანება გახდა.
ოპერატიული რეაგირების შედეგად მძღოლი უვნებლად გადარჩა. ავტომანქანაში ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. სავარაუდოდ, მანქანის აალების მიზეზი სალონში ელექტროსისტემის დაზიანება გახდა.