loader

U17. საქართველო - გერმანია 0-1 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

U17. საქართველო - გერმანია 0-1

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გერმანელ თანატოლებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა პირველ ტაიმში კარის მშრალად შენახვა შეძლეს, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში გერმანელები გააქტიურდნენ, რასაც მაქს მაიერის მე-60 წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქეები საფრანგეთისა და ისლანდიის ნაკრებები არიან. 7 მაისს ვასილ მაისურაძის გუნდი ფრანგ, ხოლო 10 მაისს ისლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

www.sportall.ge