loader

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ალბანეთთან მატჩის დროს დარტყმა მიიღო - ვრცელდება ინფორმაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ალბანეთთან მატჩის დროს დარტყმა მიიღო - ვრცელდება ინფორმაცია

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში ჩაფრენის შემდეგ გამოკვლევები ჩაიტარა. დადგინდა, რომ ქართველ შემტევს ტრავმა არ აქვს და სათამაშოდ მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს.

შეგახსენებთ, ალბანეთთან მატჩის დროს ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელია 75-ე წუთზე გაიყვანა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "კვარამ" თამაშის მიმდინარეობისას დარტყმა მიიღო და გარისკვა არ სურდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის გამაყუჩებლით თამაშობდა.