13 წლის მოზარდი თანაკლასელებს დანით და ჩაქუჩით დაესხა თავს - ვრცელდება კადრები რუსეთიდან
რუსეთში, ჩელიაბინსკში, 13 წლის მოზარდი დანით და ჩაქუჩით საკუთარ თანაკლასელებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად დაჭრილია, სულ მცირე, 5 ბავშვი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ყელი აქვს გამოჭრილი. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მოზარდი დაკავებულია. შემთხვევის შემდეგ ის თვითმკვლელობას ცდილობდა. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
გოგონას, რომელსაც ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმების განცხადებით, გოგონას დაზიანება ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და თავისქალა ბლაგვი იარაღის დარტყმისგან ჰქონდა დაზიანებული. მათივე თქმით, გადაუდებელი ოპერაცია კიდევ ერთ მოზარდს დასჭირდა.