loader

ბიძინა ივანიშვილი - "ალიაში" გამოქვეყნებული ინტერვიუ ჟურნალისტის მიერაა ინტერპრეტირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი - "ალიაში" გამოქვეყნებული ინტერვიუ ჟურნალისტის მიერაა ინტერპრეტირებული

"ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ ჟურნალისტის მიერ ინტერპრეტირებულია, - ამის შესახებ ივანიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"ჟურნალისტმა თავისებურად ააწყო ჩვენი საუბარი ბურჯანაძესთან დაკავშირებით. პირველ შეკითხვაზე, რომელიც მან დასვა, ვუპასუხე, რომ ჩემსა და ბურჯანაძეს შორის ყველაფერი გარკვეულია და არაფერი ახალი სათქმელი არ მქონდა. მეორედ ბატონმა გელამ თავად გააკეთა განცხადება ბურჯანაძის მეუღლის საქართველოდან გასვლის საკითხზე, რაშიც ორივენი ერთმანეთის სოლიდარულები ვიყავით და შევთანხმდით, რომ ბადრი ბიწაძის საქართველოდან გასვლა, ალბათ, ხელისუფლებას აწყობდა, რადგან არსებობდა საფუძველი, რომ ის პოლიტიკური პატიმარი გამხდარიყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის რეაქცია მისთვის გაუგებარია.