ცნობილი "ტიკტოკერი" ტრაგიკულად დაიღუპა - "ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვაზროვნებ"
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა - მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა | დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო
"მეგობრებო, მარიმ დაგვტოვა. ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ. რა გავაკეთო, მომხედეთ, გთხოვთ, რეფერალურში ვარ, აქ ჰყავთ მარი. ვის მივაკითხო, არ ვიცი. მანქანას გაუტანია" - წერს მარის მეგობარი.