ცნობილია, ვინ გახდა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტიდან 4 ოქტომბერს, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის 126-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნათია უჩავა გახდა.
მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.
ვიდეო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო