loader

სიახლე, რომელიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეეხება - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი: კიდევ რომელ ქალაქებს შეეხება ცვლილება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, რომელიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეეხება - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი: კიდევ რომელ ქალაქებს შეეხება ცვლილება

მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ცვლილება შეეხება 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას.

„საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლის 1 ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში.

წყარო: "BPN"