loader

ოთხი ადამიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დაღუპულებს შორის 16 წლის მოზარდია, არიან დაშავებულებიც - რუსულმა ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთხი ადამიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დაღუპულებს შორის 16 წლის მოზარდია, არიან დაშავებულებიც - რუსულმა ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

რუსულმა ჯარებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორსართულიანი სახლი დაინგრა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დაღუპულებს შორის 16 წლის მოზარდია.

კიპერის ინფორმაციით, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ოთხი ადამიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, სამი - ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. კიდევ ერთი მოქალაქე კი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.