loader

"საქართველო გზაგასაყარზე დგას: აირჩიოს ევროპის გზა, ან რუსეთის უფრო მეტი კონტროლის რისკის წინაშე დადგეს" - ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველო გზაგასაყარზე დგას: აირჩიოს ევროპის გზა, ან რუსეთის უფრო მეტი კონტროლის რისკის წინაშე დადგეს" - ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი

"საქართველო გზაგასაყარზე დგას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს.

“მაშინ, როდესაც საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებს უახლოვდება, ის გზაგასაყარზე დგას: აირჩიოს ევროპის გზა, ან რუსეთის კიდევ უფრო მეტი კონტროლის რისკის წინაშე დადგეს. შეუძლებელია ფსონები უფრო მაღალი იყოს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებისთვის.

მსოფლიოს თვალები თქვენკენ არის მიპყრობილი, საქართველო და ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს - ისეთს, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს და ევროპული გზის მათ უფლებას დაიცავს”, - წერს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი.