რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც ესპანეთში სამოგზაუროდ იმყოფება - "წარღვნა ხდებაო, ქართველებმა შემიფარეს"
ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ესპანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, მოსულმა უხვმა ნალექმა, რომელსაც რიგ ადგილებში სეტყვა მოჰყვა, წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა. დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ასობით ავტომობილი.