loader

წალენჯიხის სოფელ მედანში ძმამ ძმა დაჭრა - რას აცხადებენ შსს-ში და როგორია დაჭრილის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წალენჯიხის სოფელ მედანში ძმამ ძმა დაჭრა - რას აცხადებენ შსს-ში და როგორია დაჭრილის მდგომარეობა?

წალენჯიხაში, სოფელ მედანში ძმამ ძმა სანადირო თოფით დაჭრა.

როგორც ცნობილია, დაჭრილ კაცს მსუბუქი დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფორმულას ინფორმაციით, დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

Palitravide-ს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.