loader

სირიის დედაქალაქ დამასკოში ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე დიდი ტერაქტი მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე დიდი ტერაქტი მოხდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი აფეთქებების დროს, უკვე დაზუსტებული მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი 55-ამდე გაიზარდა. დაშავდა დაახლოებით 400 ადამიანი.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, 10 მაისის ტერაქტი ყველაზე მსხვილია სირიაში გასული წლის მარტიდან დაწყებული შეტაკებების შემდეგ. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ციხესიმაგრის კედლებთან, ორი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა იქ ხალხმრავლობა იყო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეცწარმომადგენელმა არაბთა გაერთიანებულ ლიგაში სირიის საკითხებზე კოფი ანანმა დაგმო ტერაქტი და დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.