„ასეთი რაღაც მოხდა..." - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესახებ?
„მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რისთვის ემზადება ოპოზიცია.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლოს პარლამენტში მაინც შევლენ.
„მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა. ასეთი რაღაც მოხდა, იცით, რომ „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით და ეს ერთი მარტივი მიზეზით გაკეთეს, ეს განცხადებები არ არის კანონიერი, არ არის ლეგიტიმური. მათ ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ ამ განცხადების დაწერა. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ მათ პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ“, - განაცხადა კობახიძემ.