ვინ იყვნენ სტიქიას შეწირული ადამიანები
თბილისში მომხდარ წუხანდელ წყალდიდობას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ვინ იყვნენ სტიქიას შეწირული ადამიანები? - "პალიტრა ტვ" მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებას შეეცადა, თუმცა, თვითმხოლველები ბევრს ვერაფერს ყვებიან.
გორგასლის ქუჩაზე მაია ხუდოევი ნაქირავებ ბინაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ბინის მეპატრონის თქმით, ცოლ-ქმარი თურქეთში ვაჭრობდა, შვილები კი კოჯრის ბავშვთა სახლში ყავდათ დატოვებული. რამდენიმე თვის წინ მათთან მაია ხუდოევის მეგობარი ანა წკრიალაშვილი ორ შვილთან - 5 წლის ეთერთან და 6 თვის ნუცასთან ერთად გადავიდა. საცხოვრებელი კრწანისის ხევის გვერდით იყო. მოვარდნილ ღვარცოფს ვერც ერთმა მათგანმა ვერ გამოასწრო... სტიქიას მხოლოდ ხუდოევის მეუღლე გადაურჩა, რომელიც სახლში არ იმყოფებოდა. ოთახი ამ დრომდე სავსეა მიწით და ხის ტოტებით.
მეორე ტრაგედია ჭალების დასახლებაში მოხდა. სტიქიას 84 წლის მოხუცი იულია ქომურჯიშვილი ემსხვერპლა. მოხუცი მარტოხელა იყო, მისი ცხედარი მაშველებმა დღეს დილით ნახეს. იულია ქომურჯიშვილის მეზობლები ქალაქის ხელმძღვანელობას მოხუცის მეუღლის გვერდით დაკრძალვას სთხოვენ. ეს იყო მისი ბოლო სურვილი, რომლის შესახებ მთელმა ეზომ იცოდა.
ამავე თემაზე:
- რა მოხდა კრწანისის წყალსაცავზე 12 მაისის ღამეს და რატომ უკავშირებს მოსახლეობა მას წყალდიდობას
- ძმები ზუბალაშვილების ქ. #21-ში არსებულ სახლში ორი სართულის კედელი ჩამოინგრა
- ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა