ვრცელდება ფიზიკური დპირისპირების კადრები გიორგი გვიმრაძესა და ნინია კაკაბაძეს შორის - "ხელით ნუ მეხები, შენი ...."
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესა და ახალი ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც კაკაბაძე აცხადებს, გვიმრაძემ მას შეაგინა და მისკენ საცემად გაიწია.
ნინია კაკაბაძის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც იმ კადრებზე მოსთხოვა პასუხის გაცემა, რომელიც აქციის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.