წყალდიდობა თბილისში, პრეზიდენტის მუქარა და სამშენებლო კომპანიის პასუხი
სამშენებლო კომპანია "ოლიმპიურ ვარსკვლავში" აცხადებენ, რომ გულიას I ნომერში მიმდინარე მშენებლობა მათ აღარ ეკუთვნით. "ოლიმპიური ვარსკვლავის" კრეატიული მენეჯერი ნინო აბურჯანია აცხადებს, რომ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის შეჩერებული მშენებლობის გამო შესჩივლა, კომპანიისგან კომპენსაციის სახით 40 ათასი დოლარი აქვს მიღებული.
აბურჯანიას თქმით, უახლოეს მომავალში მშენებლობას ახალი ინვესტორი გააგრძელებს, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ ახმაურებენ. მისივე თქმით, დაწყებულმა მშენებლობამ გარკვეულწილად იქ მცხოვრები მოსახლეობა დაიცვა, რადგან გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებული იყო. საპირისპიროს აცხადებენ ადგილობრივები. ისინი მიიჩნევენ, რომ მშენებლობამ ღვარცოფის შედეგები გაამწვავა, რადგან მშენებლობის გამო ჩახერგილ კოლექტორებში მოვარდნილი წყლის გადინება შეფერხდა.
გულიას პირველ ნომერში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 13 მაისს, გულუას მოედანზე სტუმრობისას გააკეთა. სააკაშვილის თქმით, მშენებლობა ან უნდა დამთავრდეს, ან დაჯარიმდეს და დაინგრეს.
ასევე იხილეთ: ვინ იყვნენ სტიქიას შეწირული ადამიანები