აქციის მონაწილეთა მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულეს.
მომიტინგეების თქმით, ისინი 4 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეებმა თბილისში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა.