loader

"მინდა ჩემი შვილის ჩემდამი მიმართვაზე ორიოდე სიტყვა ვთქვა" - შალვა რამიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა ჩემი შვილის ჩემდამი მიმართვაზე ორიოდე სიტყვა ვთქვა" - შალვა რამიშვილი

"პოს­ TV"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში შვილს პასუხობს.

"მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მიმართვაზე ორიოდე სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის! ამის მეტს არასდროს არ ვიტყვი საჯაროდ.

უბრალოდ, როცა მამას კლავ, მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში. ბრბო კი მოგიწონებს ხბოს აღტკინებით, მაგრამ მერე სხვა მოკლავს მამას უფრო სასტიკად და ობივატელიც შენ დაგიკიდებს ფეხზე.

იმედია, ლაშა სხვა რამესაც იზამს. ნიჭიერება გვარში გვაქვს.

ახლა იმაზე, რასაც ვაკეთებ: ვერაფერი, ვიმეორებ, ვ ე რ ა ფ ე რ ი მაიძულებს უარი ვთქვა საქართველოს გადარჩენაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე. დანარჩენი არის ლირიკა.

ციხით მაშინებენ და პატარძალზე უხერხული ანდაზა გამახსენდა. შვილების დაკარგვას მიკიჟინებენ და შედგა სამწუხაროდ ეს ფაქტი. მაბულინგებენ და მეცინება უბრალოდ. და ბოლოს, ყველა "ჩეგევარას" ეხება (შვილს არა): ერთი ადგილი თუ გაქვთ, საქმე ქენით! რაღაც ოპუსებს ნუ მიძღვნით!" - წერს შალვა რამიშვილი.