მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ხელისუფლებას საგადასახადო დავების განხილვის ბიუროს შექმნის რეკომენდაციას აძლევს
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ხელისუფლებას საგადასახადო დავების განხილვის ბიუროს შექმნის რეკომენდაციას აძლევს. ამის შესახებ ასოციაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა კოხრეიძემ განაცხადა.
რეკომენდაციები ასოციაციაში პროექტის "ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში ჩატარებული კვლევის შემდეგ მიიღეს. კვლევა "საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტები – საგადასახადო სასამართლოები და ალტერნატიული გზები" ამერიკელი ხალხის და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით განხორციელდა.
შედეგების განხილვა კი დღეს სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა. შეხვედრაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნეს-ომბუდსმენის ოფისის, ბიზნესის და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.