loader

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე განმარტება გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე განმარტება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტება გააკეთა დავით გარეჯის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის არსებული სამთავრობო კომისია საზღვრის დემარკაციის საკითხზე მუშაობას აგრძელებს. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, დიდი ნაწილი საზღვრისა უკვე შეთანხმებულია და დარჩენილია რამდენიმე პრობლემატური მონაკვეთი.

სასულიერო პირების ცნობით, 6 მაისის შემდეგ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერთან, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. 6 მაისს, გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს.

გუშინ კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ეს მონაკვეთი საბჭოთა დროიდან საქართველოს შემადგენლობაში არ იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:

- მამა კირიონი: "გარეჯს გვართმევენ"
- გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში - ნინო კალანდაძე
- "ქართული ოცნება" დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს