loader

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ.

"ვაუუ, ქვეყნის მნიშვნელოვანი საფრთხე გაანეიტრალეს...

ანდრო დააბრუნეთ!

ანდრო გამაგრდი!

არ შეგარჩენთ! ანდრო, შენ რომ მაინც ვერ შეგაშინებენ, ვიცი!" - წერენ სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები

მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული.