ლუკა კურტანიძე შეყვარებულია და დაქორწინებას გეგმავს: ვინ არის მისი რჩეული?
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი ლუკა კურტანიძე შეყვარებულია და დაქორწინებას გეგმავს.
გუშინ, სოციალურ ქსელში კურტანიძემ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გოგონა ფიტნეს-ტრენერი სოფია ფიტი, იგივე სოფია მეფარიშვილია. ambebi.ge-ს ცნობით, შეყვარებული წყვილი დაქორწინებასაც აპირებს და სოფიამ ლუკა უკვე გააცნო დედას და დებს.
- სოფია, მართალია, რომ ლუკა კურტანიძე თქვენზე შეყვარებულია?
- დიახ, ჩემზე უზომოდ არის ლუკა შეყვარებული და მეც ძალიან მიყვარს ლუკა კურტანიძე. ბედნიერები ვართ. თქვენთვის მეტი არაფრის თქვა არ შემიძლია.