ნიკოლოზ ღარიბაშვილი "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება.
უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, - განაცხადა "იმედთან" ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ირაკლი ღარიბაშვილის შვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს".