ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში - "დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, აღარ გვყავს ჩვენი მარიამი"
ტრაგედია დატრიალდა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის ოჯახში. პოლიტოლოგის 24 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
მომხდარი ტრაგედიის შესახებ ვანო მაჭავარიანი თავად წერს:
"დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალო მოგვეცი ძალა დავძლიოთ ეს უდიდესი განსაცდელი" - წერს ვანო მაჭავარიანი.