loader

"პატიებას და შენდობას ვითხოვ" - მამა შალვა კეკელია ჟურნალისტ ანა მამულაშვილის ოჯახს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატიებას და შენდობას ვითხოვ" - მამა შალვა კეკელია ჟურნალისტ ანა მამულაშვილის ოჯახს მიმართავს

მამა შალვა კეკელია ბოდიშს და შენდობას ითხოვს. ეს განცხადება სასულიერო პირმა "პირველებთან" გააკეთა. მღვდელმსახურს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ის სიცრუის ტირაჟირებაში გარდაცვლილი ქალის შვილმა ამხილა.

საქმე ჟურნალისტ ანა მამულაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხება. სასულიერო პირი ქადაგებისას ამტკიცებდა, რომ მამულაშვილს "იმედის" დარბევის დროს თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რამაც სიმსივნე გამოიწვია.

წირვის დასრულების შემდეგ მამა შალვამ დღეს თქვა, რომ გარდაცვლილს ოჯახს ბოდიშს უხდის იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ინფორმაცია მან არასწორად გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც მამა შალვამ ანი მამულაშვილის გარდაცვალების შესახებ ქადაგებისას ისაუბრა, ჟურნალისტის შვილმა, მია გოგელაშვილმა ფეისბუქპოსტი გაავრცელა და სასულიერო პირი სიცრუეში ამხილა. გოგელაშვილი წერდა, რომ გარდაცვლილი დედის სულის შეურაცხყოფას არ აპატიებდა.

წყარო: "ტვ პირველი"