loader

არსებული ინფორმაციით ,სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, რომელსაც ადგილობრივების თქმით, აღენიშნება სისხლის კვალი - ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე - რა ხდება ცნობილი მომხდართან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არსებული ინფორმაციით ,სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, რომელსაც ადგილობრივების თქმით, აღენიშნება სისხლის კვალი - ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე - რა ხდება ცნობილი მომხდართან დაკავშირებით?

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდასხმა ედებათ. ინფორმაციას "სვანეთის სათემო რადიო" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სოფელ ნაკრას ასახვევთან გატაცებული მანქანაა ნაპოვნი, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სისხლის კვალი აღენიშნება. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში, ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ეჭვმიტანილების ვინაობა, რომლებსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს, ჯერჯერობით უცნობია.