loader

ცნობილი ხდება სვანეთის გზაზე დაკარგული რუსეთის მოქალაქის ვინაობა, ერთ-ერთი "ტელეგრამარხი" კი მისი თანამგზავრის მონაყოლს ავრცელებს - რა ამბობენ მესტიაში მომხდარზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ხდება სვანეთის გზაზე დაკარგული რუსეთის მოქალაქის ვინაობა, ერთ-ერთი "ტელეგრამარხი" კი მისი თანამგზავრის მონაყოლს ავრცელებს - რა ამბობენ მესტიაში მომხდარზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაკ­რას­თან თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი კა­ცის პარტნი­ო­რი ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. ალი­ნას (გვა­რი უც­ნო­ბია) თქმით, მას და მის თა­ნამ­გზავრ მა­მა­კაცს ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტის მუ­ქა­რით და­ეს­ხა თავს. ქალ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია, ბლო­გერ ნი­კო­ლაი ლევ­ში­ცის "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე, კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა. ამ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცი ვიქ­ტორ სო­ლო­ვი­ო­ვია.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე წყვილს, ვის­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია 5 იან­ვარს გავ­რცელ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ისი­ნი ცოლ-ქმა­რი იყ­ვნენ, თუმ­ცა ქალი მა­მა­კაცს არა მე­უღ­ლედ, არა­მედ თა­ნამ­გზავ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს.ქა­ლის თქმით, და­ნა­შა­უ­ლი 4 იან­ვრის ღა­მეს მოხ­და, რო­დე­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ქალი და მა­მა­კა­ცი ზუგ­დი­დი­დან მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ოდ­ნენ.

“ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით, ეს ამ­ბა­ვი მე და ჩემს თა­ნამ­გზავრ ვიქ­ტორს გა­დაგ­ვხდა თავს", თეთ­ნულ­დის­კენ მივ­დი­ო­დით და და­ი­წყო თოვა. გვი­რა­ბის შემ­დეგ თოვ­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად გავ­ჩერ­დით, გა­და­ვი­ღეთ ვი­დე­ო­ე­ბი.

პირ­ვე­ლად რო­დე­საც ახ­ლოს ჩაგ­ვი­ა­რეს, შე­ჩერ­დნენ და გვკი­თხეს, დახ­მა­რე­ბა ხომ არ გვჭირ­დე­ბო­და? - ჩვენ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დეთ და ვუ­თხა­რით რომ არა­ფე­რი გვჭირ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დით. ისი­ნი წა­ვიდ­ნენ. შემ­დეგ გა­ვუს­წა­რით, ისი­ნი გზის პი­რას იდ­გნენ.

გზად თოვლში ჩარ­ჩე­ნილ მან­ქა­ნას წა­ვა­წყდით, ვი­ტი­ამ ისი­ნი თო­კით ამო­იყ­ვა­ნა. ამ დროს თეთრმა “სუ­ბა­რუს“ მარ­კის მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა და აღარ გა­ჩე­რე­ბუ­ლან.

მა­ლე­ვე ვი­ტი­ამ შო­რი­დან და­ი­ნა­ხა, რომ ისი­ნი შუა გზა­ზე იდ­გნენ, ვიქ­ტორ­მა და­ნის ამო­ღე­ბა მთხო­ვა, ვი­ნა­ი­დან ეს ვი­თა­რე­ბა უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნა, რად­გან მთე­ლი გზის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან გა­დაგ­ვის­წრებ­დნენ, ხან გა­ნა­პი­რას ჩერ­დე­ბოდ­ნენ, მი­თუ­მე­ტეს როცა გა­ჩერ­დნენ და ავ­ტო­მან­ქა­ნით გზა გა­დაგ­ვი­ღო­ბეს... ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­სა­კე­ცი დანა, რო­მე­ლიც მან­ქა­ნის სა­თავ­სო­ში გდია ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის. არა­ვინ გა­და­სუ­ლა და და­მუქ­რე­ბია და­ნით, მან ის თა­ვი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აიღო, თავი რომ და­ეც­ვა...

გა­და­ვი­და და ჰკი­თხა, თუ რა მოხ­და. მათ ნა­სო­სი სთხო­ვეს - ამო­ი­ღო და მის­ცა.

შემ­დეგ და­ი­წყო რა­ღაც კონ­ფლიქ­ტი. 3 ტე­ლე­ფო­ნი გვქონ­და, 1 მე და 2 ვი­ტი­ას, მათ მოგვ­თხო­ვეს მიგ­ვე­ცა ტე­ლე­ფო­ნე­ბი, მათი პრე­ტენ­ზია, რაც მათი სა­უბ­რი­დან გა­ვი­გე ასე­თი იყო: "რა­ტომ გა­ჩერ­დით გვი­რაბ­თან და რა­ტომ გვი­ღებ­თო"... ერთ-ერთი მათ­გა­ნი მან­ქა­ნა­ში შე­მოძ­ვრა და ვი­ტი­ას ტე­ლე­ფო­ნი აიღო.

ვი­ტი­ამ მათ სთხო­ვა, მე არ შემ­ხე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ მან მე­ო­რე ტე­ლე­ფო­ნიც აიღო. მათ შო­რის დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­და, რა დრო­საც მე მხო­ლოდ ვიქ­ტო­რის სა­უ­ბა­რი მეს­მო­და და მათ სთხოვ­და, არ შე­ხე­ბოდ­ნენ.

შემ­დეგ იყო 2 გას­რო­ლა. ვერ ვხე­დავ­დი, სად ის­როდ­ნენ და ვერც ვიქ­ტორს ვხე­დავ­დი.

ერთ-ერთი ჩემ­კენ მო­მარ­თუ­ლი პის­ტო­ლე­ტით მო­ვი­და და მთხო­ვა მი­მე­ცა ტე­ლე­ფო­ნი... არ დამ­ლო­დე­ბი­ან, ორი­ვე­ნი ჩას­ხდნენ ჩვენს მან­ქა­ნა­ში და პირ­და­პირ და­იძ­რნენ.

შემ­დეგ, რო­მე­ლიც უკან იჯდა, გად­მოხ­ტა. წა­ვე­დით პირ­და­პირ.

შემ­დეგ “სუ­ბა­რუ“ წა­მოგ­ვე­წია. ის, ვინც ჩვენს მან­ქა­ნას მარ­თავ­და, შე­მობ­რუნ­და, გა­და­ვი­და და “სუ­ბა­რუ­ში“ ჩაჯ­და. 10 წუ­თით წა­ვიდ­ნენ, იმ დროს დავ­რე­კე 112-ში. მო­ვა­ხერ­ხე და ავუხ­სე­ნი, რომ მეს­ტი­ამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის სა­ვა­ლი გვქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. და­ვა­სა­ხე­ლე ჩვე­ნი მან­ქა­ნის ნო­მე­რი და ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი.

მან­ქა­ნა­ში ჩა­ვი­კე­ტე, ამ დროს ისი­ნი დაბ­რუნ­დნენ და და­ი­წყეს შუ­შის მსხვრე­ვა.

მან­ქა­ნა გა­ვა­ღე. მან მი­თხრა, რომ მგზავ­რის სა­ვარ­ძელ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­საც ჩუ­მად და­ვე­მორ­ჩი­ლე.

ვთხოვ­დი, რომ გა­ვეშ­ვით და არ მო­ვე­კა­ლით, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, რომ არა­ვინ აპი­რებ­და ჩვენს მოკ­ვლას.იმ გო­რა­ზე მი­ვე­დით, სა­დაც ას­ვლა უნ­დო­დათ, მაგ­რამ "შკო­დით" ვერ ადი­ოდ­ნენ. “სუ­ბა­რუ“ უკვე წინ იყო წა­სუ­ლი.

მერე უკან და­ი­ხეს. ჩვენ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი “სუ­ბა­რუ­ში“ გა­დახ­ტა და წა­ვიდ­ნენ.

შემ­დეგ ისევ მო­ვა­ხერ­ხე ტე­ლე­ფო­ნის ამო­ღე­ბა და ისევ 112-ზე დავ­რე­კე.

გა­ვა­ჩე­რე გზა­ზე მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა.

შემ­დეგ პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და. მო­ვიდ­ნენ პი­კა­პე­ბი ავ­ტო­მა­ტე­ბით... ორი სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, პო­ლი­ცი­ას ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე. ყვე­ლა ფოტო და ვი­დეო, ყვე­ლა გე­ო­ლო­კა­ცია, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს იქ", - წერს ქალი.

მეს­ტი­ის მკვიდ­რი კი ambebi.ge-ს შემ­დეგს უყ­ვე­ბა:

"მდი­ნა­რე ნეკ­რას ხიდ­ზე, სა­დაც ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რია, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვი­დე­ოთ­ვა­ლი, რო­მელ­მაც აღ­ბეჭ­და, რო­გორ გა­დას­ვეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა თა­ვის მან­ქა­ნა­ში რუსი მა­მა­კა­ცი, ქალ­ბა­ტო­ნი კი ად­გილ­ზე და­ტო­ვეს. საქ­მე ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით კი და­ი­წყო, თუმ­ცა, აქ ამ­ბო­ბენ, რომ ეს თავ­დას­ხმა ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით არ მომ­ხდა­რა. გა­ავ­რცე­ლეს ჭორი, რომ მა­მა­კა­ცებ­მა ქალ­ზეც იძა­ლა­დეს, ესეც ტყუ­ი­ლია. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი სო­ფელ ნაკ­რა­დან არ ყო­ფი­ლან, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან ერთი სო­ფელ ეცე­რი­დან არის, მე­ო­რე კი - ლა­ხა­მუ­ლა­დან. სო­ფელ­ში ვრცელ­დე­ბა ასე­თი ვერ­სი­აც, რომ მომ­ხდა­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. სა­მი­ვე­ნი ისე აორ­თქლდნენ, პო­ლი­ცია მათ კვალს ვერ აგ­ნებს. არც ისაა ცნო­ბი­ლი, რუსი მა­მა­კა­ცი ცო­ცხა­ლია, თუ - მკვდა­რი (ად­გი­ლობ­რი­ვებს გას­რო­ლის ხმა გა­უ­გი­ათ)“.

შსს აქამ­დე არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აქ­ვეყ­ნებს, მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი გახ­და ის, რომ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო: "Tv პირველი"