"ყველაფერი სექსის შესახებ" კანადის დედაქალაქში
"ყველაფერი სექსის შესახებ" - ამ სახელწოდებით კანადის დედაქალაქის მეცნიერებისა და ტექნიკის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, რომლის მონახულება 12 წელს ზემოთ ბავშვებსაც შეუძლიათ. ექსპონატებს შორის ნახავთ ვიდეოს სასქესო ორგანოების გამოსახულებით და შიშველი სხეულების ქანდაკებებს განათებული ეროგენული ზონებით.
ექსპოზიციის გახსნამდე გამოფენის მესვეურებმა მრავალი მშობლისა და მასწავლებლის საჩივარი მიიღეს. ამ საკითხზე პარლამენტშიც გაიმართა მსჯელობა. კანადის კულტურული მემკვიდრეობის მინისტრმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანებს მშობლების ნებართვის გარეშე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ აშკარა სექსუალური ხასიათის მასალაზე. განსხვავებული აზრი აქვთ ლიბერალური პარტიის დეპუტატებს.
ბოლოს გადაწყდა, რომ ვიზიტორებს 16 წლიდან დაუშვებენ.