loader

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, სავალდებულო ევაკუაცია 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, სავალდებულო ევაკუაცია 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის გამოცხადდა

ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა, - ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, მეხანძრეებს პრობლემები აქვთ წყლის წნევასთან დაკავშირებით.

AccuWeather-ის შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.