loader

პარლამენტთან აქცია დაიწყო - გადაიკეტა რუსთაველის გამზირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან აქცია დაიწყო - გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად აქცია იმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქციას შეუერთდება ფარმაცევტების მარშიც, რომლის მონაწილეებიც ფილარმონიის ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

უწყვეტი პროტესტის 47-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.