loader

მოსამართლემ დავით გედენიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო და საქმის წარმოება შეწყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსამართლემ დავით გედენიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო და საქმის წარმოება შეწყდა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ დავით გედენიძის მიმართ, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით გედენიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ იქნა ცნობილი და საქმის წარმოება შეწყდა.

გედენიძე 3 დეკემბერს, ბროსეს ქუჩაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.