loader

დიმა ბილანი და ჯგუფ "ტატუს" ყოფილი წევრი იულია ვოლკოვა ვნებიანი კოცნისას დააფიქსირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიმა ბილანი და ჯგუფ "ტატუს" ყოფილი წევრი იულია ვოლკოვა ვნებიანი კოცნისას დააფიქსირეს

ცნობილი რუსი პოპმომღერალი დიმა ბილანი და ჯგუფ "ტატუს" ყოფილი წევრი იულია ვოლკოვა ინტიმურ გარემოში დააფიქსირეს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბილანმა და ვოლკოვამ ევროვიზიის შესარჩევი კონკურსისთვის სიმღერა ერთად შეასრულეს. მას შემდეგ წყვილს ყველგან ერთად ხედავდნენ, თუმცა მათი განცხადებით ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები არიან.

ბანკეტზე, რომელიც 30 აპრილს ელიტარულ რესტორანში გაიმართა ბილანი და ვოლკოვა აივანზე განმარტოვდნენ და ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ვოლკოვამ რომანი უარყო და თქვა რომ ეს მეგობრული კოცნა იყო.