რა ხდება ამ წუთებში თბილისის სავალუტო ჯიხურებში - უახლესი მონაცემები
ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვარს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8627 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9821 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ამ მომენტისთვის, საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8750 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.8650 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9990 ლარად, გაყიდვა კი 2.9850 ლარად შეუძლიათ.