"გახსოვს რომ გეხუმრებოდი? ისე გიყვარვარ, შენგან გიორგი სააკაძე არ გამოვათქო, არ ყოფილა ეგრე" - ზვიად ცეცხლაძის წერილი მამას
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის წერის აქვეყნებს, რომილ მან მამას, ზურაბ ცეცხლაძეს მიწერა:
"მამიკო ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შვილის ფაქტორისა, არ ხარ მიკერძოებული და გესმის რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენზე მწვავე და მძიმეა. რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი (როგორც შენ იტყოდი).ძალიან მიხარია რომ საერთო საქმეში საკუთარ შვილს განკერძოებულად არ აყენებ. გახსოვს რომ გეხუმრებოდი? ისე გიყვარვარ, შენგან გიორგი სააკაძე არ გამოვათქო, არ ყოფილა ეგრე (სააკაძეობა ყველაზე კარგი გაგებით).
მიყვარხარ მამი, ჩემი გმირი ხარ. დედა ჩამიხუტე და ჩამიკოცნე.
29.01.2025 წ. შენი მზე-ჭაბუკი."