loader

ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა - "სავარაუდოდ, ეძინა და გარეთ გასვლა ვერ მოასწრო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა - "სავარაუდოდ, ეძინა და გარეთ გასვლა ვერ მოასწრო"

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა. ცეცხლი გამთენიისას ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში გაჩნდა. ასაკოვანი მამაკაცი მარტო იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ეძინა, რის გამოც გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრო. მისი გამოყვანა ვერც მეზობლებმა მოახერხეს, რადგან ცეცხლი მათ მაშინ შენიშნეს, როცა უკვე საცხოვრებელს იყო მოდებული.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ხანძარი ლოკალიზებულია.

წყარო: "მთავარი არხი"