პარაპლანი და "მფრინავი ხაჭაპური" - ექსტრემი თბილისის ზღვაზე
პარაპლანი ყველაზე ნელი და უსაფრთხო მფრინავი აპარატია. ავითარებს 20-70კმ/სთ-მდე სიჩქარეს. პარაპლანს რამდენიმე რიგში განლაგებული სტროპები აქვს. ბოლო რიგებში განლაგებული სტროპები მართვისთვის გამოიყენება. მისი ახალი აღჭურვილობის შეძენა 5000 ევრო ჯდება. გაფრენისას ემოციები პიკს აღწევს და უკვე მიწაზე ჩამოსულებსაც კი დაუვიწყარი შეგრძნებები დიდი ხნის განმავლობაში არ ტოვებს.