ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია "მზის" გასხვისებაში საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ამის შესახებ "თბილისის მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესმდივანმა გიორგი გიორგაძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებს ვანო ჩხარტიშვილის განცხადება გააცნო.
ამასთან, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, სამართლებრივი პროცესის დაწყების პარალელურად, ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ლონდონში პირველი ქართული საერთაშორისო მაუწყებელი "მზერა" დააფუძნა. მისივე განმარტებით, სანამ ტელეკომპანია "მზის" დაბრუნებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა, მანამდე "მზერა" დაიწყებს საქმიანობას და იქნება საკუთარი სარედაქციო ღირებულებების ერთგული, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა საქართველოს ხელისუფლებაში.
ჩხარტიშვილის პრესმდივანმა, განცხადების ჩაკითხვის გარდა, მედიისთვის დამატებით შეკითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი, სავარაუდოდ, საერთაშორისო სასამართლოში შევა.
პრესმდივნის ცნობით, ვანო ჩხარტიშვილი უახლოეს მომავალში ონლაინპრესკონფერენციას გამართავს და ყველა კითხვას თავად გასცემს პასუხს.