“ყველა ცოცხალ არსებას უნდა ჰქონდეს დედასთან სრულფასოვანი ურთიერთობის შესაძლებლობა” - რას წერს თბილისის ზოოპარკი ბოკვერ შანიზე
თბილისის ზოოპარკი დედის დღესთან დაკავშირებით წერს:
"ეს ის დღეა, როცა დედობილმა ანამ (მდივანმა, ბევრი ითხოვდა მის ფოტოს) ლომის ბოკვერი შანი ნათესავების გასაცნობად წაიყვანა.
ჩვენს დედა-დედოფალს, თეთრ ლომ კლეოპატრას, 5 შვილი ჰყავს. შესანიშნავი დედაა, მაგრამ ცხოველებში სხვისი შვილების მიღების ამბავი ცოტა რთული საკითხია, ამიტომ ოდენ შუშის მიღმა კომუნიკაციით შემოვიფარგლეთ.
ყველა ცოცხალ არსებას უნდა ჰქონდეს დედასთან სრულფასოვანი უერთიერთობის შესაძლებლობა.
დედის დღეს გილოცავთ."