"ქალებს აიძულეს შიშვლებს ევლოთ, შემდეგ დახვრიტეს...სცენა, რომელიც ვნახე, საშინელება იყო, აღუწერელია" - რა ხდება სირიაში, სადაც უკვე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
სირიის უსაფრთხოების ძალებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - მოკლულების დიდი ნაწილი ალავიტები არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს-პრესი“ სირიის ომის მონიტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
ზოგიერთი ცნობის მიხედვით, 745 ადამიანია დაღუპული, სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით კი ბოლო ორ დღეში ქვეყანაში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულები არიან ასევე უსაფრთხოების ძალების წევრები და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი მებრძოლები.