"ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ" - ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა: ემოციური კადრები კლინიკიდან
ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა, სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა! ამის შესახებ ინორმაციას სოციალურ ქსელში Geo team-ი ავრცელებს.
"გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა, სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა! სანდრო უკვე სახლშია და იწყება რეაბილიტაციის პროცესი. დღის ყველაზე მაგარი ამბავი" - ნათქვამია Geo team-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კლინიკიდან გაწერის ემოციურ კადრებს აქვეყნებს თავად ფეხბურთელი და წერს, რომ ძალიან რთული დღეები გამოიარეს.
"სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის. მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში.თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა. მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ.
ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. ახლა იწყება რეაბილიტაცია — და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!" - წერს გიორგი.
სანდრო გოჩოლეიშვილი 2024 წელს მარტის თვეში დაიბადა.