"იცით რის გამო მოკლა მამაშვილი, იმ ნაბიჭ***მა? ერთნაირი ბოტასები წამოუღიათ ლილოდან" - ახალი დეტალები გორში მომხდარ მკვლელობაზე
გორში, კერძოდ, სავაჭრო ცენტრ "გალერეაში“ სროლა იყო - თავს ორ მამაკაცს დაესხნენ თავს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია 30 წლის მამაკაცი. მეორე დაჭრილი კი კლინიკაში გარდაიცვალა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, თავს- მამა-შვილს დაესხნენ, ისინი და მკვლელობაში ბრალდებული თანამშრომლები იყვნენ, წლების "გალერეაში"მაღაზიებს ფლობდნენ და ერთად ვაჭრობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბოტასების გამო დაიწყო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლილოდან ერთნაირი ბოტასები წამოუღიათ, გასაყიდად.
"იცით რის გამო მოკლა მამაშვილი, იმ ნაბიჭვარმა? ერთნაირი ბოტასები წამოუღიათ ლილოდან და იქვე მოსვლიათ ჩხუბი, ჩემნაირი რატომ მოგაქვსო! ხოდა ამან კიდევ,აიღო იარაღი და მოაგვარა საქმე! რატომ გააკეთა?
დაუსჯელობის განცდა, კრიმინალებისთვის, სასათბურე პირობების შექმნამ გამოიწვია ეს ყველაფერი! ესეთები გამოდიან გარეთ, არ ისჯებიან!მერე ოცნებასთან, სამუდამოდ ვალში არიან!" - წერენ სოციალურ ქსელში.