მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, მერაბ ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.