"ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, რის შემდეგაც მან ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილზე" - პროკურორი გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულზე
გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სერგო ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა სერგო ახალკაცმა სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ვიდეო: "TV პირველი"