loader

"აი, ასეთი საშინელება ხდება თბილისის შუაგულში!" - რა კადრები ვრცელდება პეკინის ქუჩიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, ასეთი საშინელება ხდება თბილისის შუაგულში!" - რა კადრები ვრცელდება პეკინის ქუჩიდან?

"აი, ასეთი საშინელება ხდება თბილისის შუაგულში, ქალაქის ცენტრში. პეკინის N7 ნომერთან არსებულ სკვერში.

შინაური ცხოველების ფეკალიებით და გამოყენებული ნემსებით სავსეა სკვერი.

ღამე ჩაბნელებულია, არცერთი ლამპიონი არაა. სანამ 10 000-ლარიან ნაგვის ურნებს დადგავდნენ, სხვაგან იქნებ ჯერ გაპარტახებული სკვერებისთვის მიეხედათ.

ბავშვი ვერ ჩაგვიშვია ეზოში. წვიმიან ამინდში ხომ საერთოდ ვერ გაივლი და ტალახებში გატოპვის გარეშე არ შეგვეძლია სახლში ასვლა. სირცხვილია" - ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე ანონიმურად წერს და ვიდეოკადრებს აქვეყნებს.